Tuesday, March 16, 2010

რა კარგია რომ დედა მყავს...



 
ბავშვის ნორმალური ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს გარემო, სადაც ის იზრდება. განსაკუთრებით დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე ახდენს ოჯახი. ამიტომ უკეთესი იქნება თუ ყველა ბავშვს ექნება ოჯახი და ეყოლება მშობლები, იქნებიან ისინი ბიოლოგიურნი თუ არა.
ამ დროისათვის საქართველოში უამრავი ოჯახია ბავშვის აყვანის მსურველი. მათ სხვადასხავა საფეხურების გავლა სჭირდებათ მშვილებლის სტატუსის მისაღებად. კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბავშვისთვისაც არის საჭირო, რათა მას მიენიჭოს გასაშვილებლის სტატუსი.
მშვილებსლის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს სტატუსის მისაღები პირისათვის ნასამართლეობის არ ქონა, აგრეთვე მას არ უნდა ჰქონდეს ჩამორთმეული მშობლობის უფლება. უნდა იყოს ქმედითუნარიანი. მშვივილებლობის სტატუსის მსურველმა ოჯახმა უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნილებები რაც აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი აღზრდისათვის, იქნება ეს ეკონომიკური თუ ყოფითი.
დღეისათვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზრვრულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ბავშვს უმტკიცდება გასაშვილებლის სტატუსი. შეიძლება ბავშვს ერთერთი კრიტერიუმით დაუმტკიცდეს სატატუსი მაგრამ არ მოხდეს მისი გაშვილება. მაგალითად ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ობლობაა. დაობლებული ბავშვის ნათესავებმა არ ისურვეს ბავშვის გაშვილება. ამ შემთხვევაში ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი არ ენიჭება.
ბავშვისთვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭება მარტივად ხდება როდესაც მშობელი, ოფიციალური წერილით უარს ამბობს ამ ბავშვზე. კიდევ ერთ გზას წარმოადგენს ბავშვის მიტოვებულად აღიარება. როდესაც მშობლისგან მიტოვებულ ბავშვს პოულობენ, 6 კვირის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი ადგენს ბავშვის წარმომავლობას. თუ ინფორმაცია ვერ მოიძიეს ანიჭებენ გასაშვილებლის სტატუსს. მშობლის უფლების ჩამორთმევა კიდევ ერთი მიზეზია გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებისათვის.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვებზე ზრუნვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ბიძინა ხაზარაშვილმა თქვა: ,,სოც მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი პასუხისმგებელია მშვილებელთა განცხადებებისა და გასაშვილებელ ბავშვთა მონაცემების საფუძველზე მოახდინოს შერჩევა. მშვილებელთა რიცხვი უფრო მეტია ვიდრე გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე ხდება სხვადასხვა პრიორიტეტების მიხედვით მშობლების შერჩევა. მაგალითად პრიორიტეტი ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის ბიოლოგიურ ნათესავებს. თუ ბავშვს სჭირდება სპეციალური მკურნალობა, დიდი მნიშვნელობა აქვს მშვილებლის ეკონომიკურ მდგომარეობას. 10 წლის შემდეგ კი ბავშვის სურვილიც განსაზღვრავს მის გაშვილებას და მშვილებელი ოჯახის შერჩევას.
მშვილებელი ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შერჩევის შემდეგ, ბავშვი ხვდება ოჯახს. სურვილის შემთხვევაში მშვილებლებს აქვთ უფლება ბავშვს ჩაუტარონ სამედიცინო გამოკვლევა. ყოველივე ამის შემდეგ საბუთები გადაეცემა სასამართლოს საბოლოო დასკვნის გამოსატანად.”
ბავშვის აყვანაზე და მასთან დაკავშირებით სირთულეებზე მიმღები ოჯახის ერთერთი წევრი ამბობს: “შვილობილობის და მშვილებლის სტატუსის მისაღებად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა და საკმაოდ დიდი თანხაც დამიჯდა. მას შეემდეგ რაც გავიარე დაუსრულებელი საბუთების შეგროვების პროცედურა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯერ დამამტკიცეს როგორც მიმღები. თითქმის ყოველ დღე დავდიოდი ლუკასთან ბავშვთა სახლში, რომ შემჩვეოდა. ვეთამაშებოდი, ვასეირნებდი და ერთხელ როდესაც სახლში მყავდა წამოყვანილი, ცოტახნით, მითხრა რომ იქ დაბრუნება აღარ უნდოდა და მას შემდეგ ლუკა აქ თავის ახალ სახლში ცხოვრობს. ხშირად მომეხვევა და მეუბნება: “რა კარგია რომ დედა მყავს...” ამჟამად სოციალური მუშაკი თვეში ერთხელ მოდის, ნებისმიერ დროს. ამოწმებს თუ რა პირობებში ცხოვრობს ლუკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაშიც თუ მიიღებ მშვილებლის სტატუსს და დააკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს დიდი შანსია, რომ ბავშვი ვერ იშვილო. გექმნება ბევრი ტექნიკური და ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა. ბავშვთა სახლში მომუშავეები ხშირად ესაუბრებიან მშვილებლებს იმის შესახებ რომ ბავშვს შეიძლება ცუდი გენები ჰქონდეს და ისეთი არ გაიზარდოს როგორიც თვითონ სურთ. რაც მსურველ ოჯახს აფრთხობს და ხშირად უარსაც ამბობენ ბავშვის შვილად აყვანაზე. ჩემთვის გაუგებარია ბავშვთა სახლის მომუშავეთა ასეთი მიდგომა.”
ბავშვების გაშვილების შესახებ ანგარიშები არქივდება სოციალური მომსახურების ცენტრში. სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, არის თუ არა ის გაშვილებული.

No comments:

Post a Comment