ადამიანის უფლებები, იურიდიულად განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციით, შემდეგ კი სახელმწიფოთა ადგილობრივი კანონით. ადამიანის უფლებების მართებულობა და შინაარსი დებატების საგანს წარმოადგენს ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. უდავოა ის ფაქტიც, რომ ადამიანს აქვს უფლებები. ,, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.” – საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოში, ადამიანის უფლებათა დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტთა ჩამონათვალში მოწინავე ადგილზეა. ერთერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია.”
აღნიშნული ორგანიზაცია მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ,,საია” აგრეთვე სთავაზობს საადვოკატო დახმარებას უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთა უფლებები ირღვევა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციამ უფასო საადვოკატო მომსახურება გაუწია მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში. მოქალაქე, სამინისტროსაგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდა. საქმე მომჩივნის სასარგებლოდ გადაწყდა და თავდაცვის სამინისტროს 670 ლარის გადახდა დააკისრა.
,,საქართველოს იურისტთა ასოციაცია” სამართლებრივ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც 2008 წელს აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უკანონოდ დააპატიმრეს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან და ოჯახის წევრებს. ,,საია”-ს თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი, მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს : ,,ჩვენ ვუწევთ სამართლებრივ დახმარებს, ჩვენს თანამოქალაქეებს განურჩევლად მათი სატატუსისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვეხმარებით ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ, კონსულტაციას ვუწევთ ჟურნალისტებს და წარმოვადგენთ მათ ინტერესებს სასამართლოში.”
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთერთი პრიორიტეტი მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევაა. აღნიშნული ორგანიზაცია მნიშვნელოვნად თვლის საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, კანონისა და იურიდიული დაცვის მექანიზმების შესახებ. აქვთ ინტერნეთ გაზეთი, სადაც ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებენ. მათ ერთერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოქვეყნება.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” კონსულტანტის თეა ტლაშაძის განცხადებით, იმის გამო, რომ მათი ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო მოხელეების არალეგალურ საქმიანობაზე. ,,გორის რაიონის წარმომადგენლობის ჟურნალისტმა საბა ნინიკაშვილმა გამოაქვეყნა ინპფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის არაკანონიერ საქმიანობაზე. რის შემდეგადაც საბას ფიზიკურად გაუსწორდნენ და კიბეზე დააგორეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა კახეთის რეგიონში. გურჯაანის რაიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, სახლის ეზოში შეუგდეს ხელყუმბარა. შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე აღნიშნულ ფაქტზე სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია.”
მისივე განცხადებით, განსაკუთრებულ სირთულეებს ჰხვდებიან, როდესაც საქმე აქვთ საკუთრების უფლებების დაცვასთვან. სიღნაღის ცენტრში მცხოვრებთ სახელმწიფომ იძულების გზით ჩამოართვა საცხოვრებელი ფართი. Dდაზარალებულებმა მოგვმართეს განცხადებით. ჩვენ საჩივარი შევიტანეთ სასამართლოში, მაგრამ დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია. აღნიშნულ ფართზე კი რესტორნები და ბარები გახსნეს.
Kკიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობაში ,, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტია.” მათი ძირითადი საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა: პირველი, ეს არის სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი საქმეების მომზადება. მეორე – პროექტი, რომელიც შეეხება აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ, სასაზღვრო სოფლების მონიტორინგს, იმას თუ რა მდგომარეობაში იმყოფება იქ ადგილობრივი მოსახლეობა. Mმონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა. იგი ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.A ამ დროისათვის მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რომელიც 5 თვე გაგრძელდება. Oორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, პირველმა ეტაპმა შედეგი გამოიღო, გარკვეული ცვლილებები მოხდა ომით დაზარალებულთა სასარგებლოდ.
,, ამჟამად ვმუშაობთ ტელეკომპანია ,,იმედის” საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად. რათა ტელეკომპანიას აუნაზღაურონ დარბევის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური და ფინანსური ზარალი.” განაცხადა ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლელა გაბეჩავამ.
10 დეკემბერს პირველი არხის 22:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში იყო სიუჟეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ,, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ერთერთ კონკრეტულ საქმეს შეეხებოდა. ეს მასალა ეხებოდა ამ ორგანიზაციის მიერ სოფელ ერგნეთის მოსახლეობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ყურადღება გამახვილებული იყო კონტრაქტის იმ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ხელმომწერს არ აქვს ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმის სახით 100 000 ევრო დაეკისრება.
სიუჟეტში, სოფელ ერგნეთის მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ ხელშეკრულება არ წაუკითხავთ და არ ფლობენ ინფორმაციას ჯარიმის შესახებ. ამ თანხის გადახდის საშუალებაც არ აქვთ.
ადვოკატ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ,, მსგავსი კაბალური პირობების შეთავაზება კლიენტისათვის არ არის სწორი. როდესაც კონტრაქტორი წყვეტს ხელშეკრულებას მას არ აქვს უფლება სრულად მოითხოვოს ანაზღაურება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონტრაქტის თანახმად ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტს” ნებისმიერ დროს შეუძლია ხელშეკრულების გაწყვეტა.”
,,პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება არ იყო ხელმოწერილი. ხოლო რაც შეეხება პუნქტს, სადაც ჯარიმის შესახებ წერია, კონტრაქტში ჩასმულია თავდაცვის მიზნით. რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევების განმეორება, როდესაც მოგების შემდეგ, არ გვიხდიდნენ კონპენსაციას. Aარ გამოვრიცხავ იმასაც რომ პირველ არხს დაავალეს ჩვენი ორგანიზაციისათვის შავი პიარის გაკეთება. ეთერში გასულ სიუჟეტში, ჩვენი მთავარი კონსულტანტის, მაია ხუხაშვილის, ინტერვიუ არ იყო სრულად ნაჩვენები. მხოლოდ ამოღებული იყო ის კადრები, რომლებიც კონტექსტის გარეშე, ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ მეტყველებდა.” (ლელა გაბეჩავა)
ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება. რის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თავისი უფლებების დაცვა და სიფრთხილის გამოჩენა სხვების უფლებებთან მიმართებაში. ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები” საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტი.
No comments:
Post a Comment