Tuesday, March 16, 2010
სახელწიფო სასწავლო გრანტი
2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ 3 ძირითადი და მე-4 არჩევითი საგნის ქულათა დაჯამებით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის #928 ბრძანებით.
2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც უკვე აღინიშნა, ნებისმიერ ფაკულტეტზე სწავლის მსურველებს მოუწევთ მე-4 არჩევითი საგნის ჩაბარება. Eეს არჩევითი საგნებია: ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია. აბიტურიენტები დაფინანსებას მიიღებენ, როგორც ზემოთ ვთქვით, ოთხივე ჩაბარებული საგნის ქულათა დაჯამების საფუძველზე, მაგრამ სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყველა არჩევით საგანზე შედგება საგრანტო ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტის 7% გადანაწილდება 7 საგანზე, ხოლო დანარჩენი 93 % _ იმის მიხედვით, თუ რომელ საგანს რამდენი აბიტურიენტი ჩააბარებს.
საზოგადოების დამოკიდებულება სახელმწიფო გრანტის მოპოვების ცვლილებასთან დაკავშირებით განსხვავდება ერთმანეთისაგან. აბიტურიენტთა ნაწილი, რომლებმაც 2010 წელს ეროვნული გამოცდები ოთხივე საგნით უნდა ჩააბარონ, გრანტის მოპოვების მომხრენი არიან, ზოგს კი აღნიშნული ცვლილება არ მოსწონს. Oორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნია. აღნიშნული ცვლილების მომხრენი თვლიან რომ, ასე უფრო ნათლად და ობიექტურად წარმოჩინდება და დაფასდება მათი ცოდნა. მოწინააღმდგეებს კი მთავარ არგუმენტათ მოჰყავთ ის, რომ ოთხ საგანში მოუწევთ რეპეტიტორთან მომზადება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ზოგადი უნარებით დაფინანსების მოპოვებას. აღნიშნული ცვლილება მიუღებელი იმ აბიტურიენტთათვის, რომლებიც სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს სასწავლებეში აბარებენ. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების სურვილის შემთხვევაში მათ ხუთი საგნის ჩაბარება მოუწევთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment