Sunday, March 21, 2010

იმიტირებული ქრონიკა და რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები




შაბათს, 13 მარტს, საღამოს 8 საათზე ტელეკომპატია იმედის ეთერში გავიდა ,,იმიტირებული ქრონიკა". სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ჯარი თავს დაესხა საქართველოს და მოემართება თბილისისკენ. გამოცხადებულია საგანგებო მდგოომარეობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოკლულია. რამაც პანიკა გამოიწვია მოქალაქეებში.

აღნიშნული სიუჟეტი აქტუალურიიყო არა მხოლოდ ქართულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არამედ უცხოურშიც. გავეცანი რუსულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ამ ფაკტის გაშუქებას. 

რუსეთის პირველი არხის www.1tv.ru ინტერნეტ გვერდზე ,,იმიტირებული ქრონიკის"ეთერში გასვლის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვენებდნენ სიუჟეტებს, სადაც საუბარი იყო აღნიშნულ ფაქტზე. იმაზე თუ რა შედეგი გამოიღო   ,,იმედის" ეთერში გასულმა მასალამ. აგრეთვე დასავლელი პოლიტკოსების და   მასუბრივი საშუალებების უარყოფით შეფასებებზე.

ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია და საჯარო პირთა განცხადებები აქტიურედ იბეჭდებიდა გაზეთ "Аргументы и факты"-ის ინტერნეტ გამოცემაში www.aif.ru. იმედის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მოკლედ იყო მიმოხილული თუ რაზე იყო საუბარი აღნიშნულ ვიდეო რგოლში. აგრეთვე დაბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის და სხვათა განცხადებების შესახებ.      

No comments:

Post a Comment