Tuesday, March 30, 2010

დედამიწის საათი



 
 დედამიწის ხუთივე კონტინენტზე ერთდროულად ყველა დიდი და მნიშვნელოვანი შენობა წყვდიადში გაეხვია.
ეკოლეგიური აქცია ,,დედამიწის საათი" ხუთივე კონტინენტზე ჩატარდა. ერთდროულად პლანეტის სხვადასხვა ადგილას ჩაქრა შუქი. წყვდიადში გაეხვა ნიუიორკის ცათამბრჯენები, ლონდონის ბიგ-ბენდი, ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშიც კი, მართალია მხოლოდ 5 წუთით მაგრამ მთლიანად ჩაბნელდა. ამ აქციას წელს პირველად შეუერთდა საქართველოც. ,,შერატონ მეტეხი პალასში" ერთი საათით გამორთეს ელექტრო ენერია.
2007 წელს ქალაქ სიდენეიში 2 მილიონ 200 ათასმა მცხოვრებმა და 2100 კომპანიამ ერთი საათით, დედამიწის ეკოლოგიურად მძიმე მედგომარეობის შესამსუბუქებლად, გამორთო შუქი. რამაც მისი გამოყენება 10% შეამცირა.

Sunday, March 21, 2010

იმიტირებული ქრონიკა და რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები




შაბათს, 13 მარტს, საღამოს 8 საათზე ტელეკომპატია იმედის ეთერში გავიდა ,,იმიტირებული ქრონიკა". სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ჯარი თავს დაესხა საქართველოს და მოემართება თბილისისკენ. გამოცხადებულია საგანგებო მდგოომარეობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოკლულია. რამაც პანიკა გამოიწვია მოქალაქეებში.

აღნიშნული სიუჟეტი აქტუალურიიყო არა მხოლოდ ქართულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არამედ უცხოურშიც. გავეცანი რუსულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ამ ფაკტის გაშუქებას. 

რუსეთის პირველი არხის www.1tv.ru ინტერნეტ გვერდზე ,,იმიტირებული ქრონიკის"ეთერში გასვლის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვენებდნენ სიუჟეტებს, სადაც საუბარი იყო აღნიშნულ ფაქტზე. იმაზე თუ რა შედეგი გამოიღო   ,,იმედის" ეთერში გასულმა მასალამ. აგრეთვე დასავლელი პოლიტკოსების და   მასუბრივი საშუალებების უარყოფით შეფასებებზე.

ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია და საჯარო პირთა განცხადებები აქტიურედ იბეჭდებიდა გაზეთ "Аргументы и факты"-ის ინტერნეტ გამოცემაში www.aif.ru. იმედის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მოკლედ იყო მიმოხილული თუ რაზე იყო საუბარი აღნიშნულ ვიდეო რგოლში. აგრეთვე დაბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის და სხვათა განცხადებების შესახებ.      

Tuesday, March 16, 2010

რა კარგია რომ დედა მყავს...



 
ბავშვის ნორმალური ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს გარემო, სადაც ის იზრდება. განსაკუთრებით დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე ახდენს ოჯახი. ამიტომ უკეთესი იქნება თუ ყველა ბავშვს ექნება ოჯახი და ეყოლება მშობლები, იქნებიან ისინი ბიოლოგიურნი თუ არა.
ამ დროისათვის საქართველოში უამრავი ოჯახია ბავშვის აყვანის მსურველი. მათ სხვადასხავა საფეხურების გავლა სჭირდებათ მშვილებლის სტატუსის მისაღებად. კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბავშვისთვისაც არის საჭირო, რათა მას მიენიჭოს გასაშვილებლის სტატუსი.
მშვილებსლის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს სტატუსის მისაღები პირისათვის ნასამართლეობის არ ქონა, აგრეთვე მას არ უნდა ჰქონდეს ჩამორთმეული მშობლობის უფლება. უნდა იყოს ქმედითუნარიანი. მშვივილებლობის სტატუსის მსურველმა ოჯახმა უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნილებები რაც აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი აღზრდისათვის, იქნება ეს ეკონომიკური თუ ყოფითი.
დღეისათვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზრვრულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ბავშვს უმტკიცდება გასაშვილებლის სტატუსი. შეიძლება ბავშვს ერთერთი კრიტერიუმით დაუმტკიცდეს სატატუსი მაგრამ არ მოხდეს მისი გაშვილება. მაგალითად ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ობლობაა. დაობლებული ბავშვის ნათესავებმა არ ისურვეს ბავშვის გაშვილება. ამ შემთხვევაში ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი არ ენიჭება.
ბავშვისთვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭება მარტივად ხდება როდესაც მშობელი, ოფიციალური წერილით უარს ამბობს ამ ბავშვზე. კიდევ ერთ გზას წარმოადგენს ბავშვის მიტოვებულად აღიარება. როდესაც მშობლისგან მიტოვებულ ბავშვს პოულობენ, 6 კვირის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი ადგენს ბავშვის წარმომავლობას. თუ ინფორმაცია ვერ მოიძიეს ანიჭებენ გასაშვილებლის სტატუსს. მშობლის უფლების ჩამორთმევა კიდევ ერთი მიზეზია გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებისათვის.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვებზე ზრუნვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ბიძინა ხაზარაშვილმა თქვა: ,,სოც მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი პასუხისმგებელია მშვილებელთა განცხადებებისა და გასაშვილებელ ბავშვთა მონაცემების საფუძველზე მოახდინოს შერჩევა. მშვილებელთა რიცხვი უფრო მეტია ვიდრე გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე ხდება სხვადასხვა პრიორიტეტების მიხედვით მშობლების შერჩევა. მაგალითად პრიორიტეტი ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის ბიოლოგიურ ნათესავებს. თუ ბავშვს სჭირდება სპეციალური მკურნალობა, დიდი მნიშვნელობა აქვს მშვილებლის ეკონომიკურ მდგომარეობას. 10 წლის შემდეგ კი ბავშვის სურვილიც განსაზღვრავს მის გაშვილებას და მშვილებელი ოჯახის შერჩევას.
მშვილებელი ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შერჩევის შემდეგ, ბავშვი ხვდება ოჯახს. სურვილის შემთხვევაში მშვილებლებს აქვთ უფლება ბავშვს ჩაუტარონ სამედიცინო გამოკვლევა. ყოველივე ამის შემდეგ საბუთები გადაეცემა სასამართლოს საბოლოო დასკვნის გამოსატანად.”
ბავშვის აყვანაზე და მასთან დაკავშირებით სირთულეებზე მიმღები ოჯახის ერთერთი წევრი ამბობს: “შვილობილობის და მშვილებლის სტატუსის მისაღებად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა და საკმაოდ დიდი თანხაც დამიჯდა. მას შეემდეგ რაც გავიარე დაუსრულებელი საბუთების შეგროვების პროცედურა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯერ დამამტკიცეს როგორც მიმღები. თითქმის ყოველ დღე დავდიოდი ლუკასთან ბავშვთა სახლში, რომ შემჩვეოდა. ვეთამაშებოდი, ვასეირნებდი და ერთხელ როდესაც სახლში მყავდა წამოყვანილი, ცოტახნით, მითხრა რომ იქ დაბრუნება აღარ უნდოდა და მას შემდეგ ლუკა აქ თავის ახალ სახლში ცხოვრობს. ხშირად მომეხვევა და მეუბნება: “რა კარგია რომ დედა მყავს...” ამჟამად სოციალური მუშაკი თვეში ერთხელ მოდის, ნებისმიერ დროს. ამოწმებს თუ რა პირობებში ცხოვრობს ლუკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაშიც თუ მიიღებ მშვილებლის სტატუსს და დააკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს დიდი შანსია, რომ ბავშვი ვერ იშვილო. გექმნება ბევრი ტექნიკური და ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა. ბავშვთა სახლში მომუშავეები ხშირად ესაუბრებიან მშვილებლებს იმის შესახებ რომ ბავშვს შეიძლება ცუდი გენები ჰქონდეს და ისეთი არ გაიზარდოს როგორიც თვითონ სურთ. რაც მსურველ ოჯახს აფრთხობს და ხშირად უარსაც ამბობენ ბავშვის შვილად აყვანაზე. ჩემთვის გაუგებარია ბავშვთა სახლის მომუშავეთა ასეთი მიდგომა.”
ბავშვების გაშვილების შესახებ ანგარიშები არქივდება სოციალური მომსახურების ცენტრში. სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, არის თუ არა ის გაშვილებული.

სახელწიფო სასწავლო გრანტი


 


2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ 3 ძირითადი და მე-4 არჩევითი საგნის ქულათა დაჯამებით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის #928 ბრძანებით.
2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც უკვე აღინიშნა, ნებისმიერ ფაკულტეტზე სწავლის მსურველებს მოუწევთ მე-4 არჩევითი საგნის ჩაბარება. Eეს არჩევითი საგნებია: ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია. აბიტურიენტები დაფინანსებას მიიღებენ, როგორც ზემოთ ვთქვით, ოთხივე ჩაბარებული საგნის ქულათა დაჯამების საფუძველზე, მაგრამ სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყველა არჩევით საგანზე შედგება საგრანტო ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტის 7% გადანაწილდება 7 საგანზე, ხოლო დანარჩენი 93 % _ იმის მიხედვით, თუ რომელ საგანს რამდენი აბიტურიენტი ჩააბარებს.
საზოგადოების დამოკიდებულება სახელმწიფო გრანტის მოპოვების ცვლილებასთან დაკავშირებით განსხვავდება ერთმანეთისაგან. აბიტურიენტთა ნაწილი, რომლებმაც 2010 წელს ეროვნული გამოცდები ოთხივე საგნით უნდა ჩააბარონ, გრანტის მოპოვების მომხრენი არიან, ზოგს კი აღნიშნული ცვლილება არ მოსწონს. Oორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნია. აღნიშნული ცვლილების მომხრენი თვლიან რომ, ასე უფრო ნათლად და ობიექტურად წარმოჩინდება და დაფასდება მათი ცოდნა. მოწინააღმდგეებს კი მთავარ არგუმენტათ მოჰყავთ ის, რომ ოთხ საგანში მოუწევთ რეპეტიტორთან მომზადება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ზოგადი უნარებით დაფინანსების მოპოვებას. აღნიშნული ცვლილება მიუღებელი იმ აბიტურიენტთათვის, რომლებიც სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს სასწავლებეში აბარებენ. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების სურვილის შემთხვევაში მათ ხუთი საგნის ჩაბარება მოუწევთ.

წიქარა NEWS

 

დააკავეს შპს “წიქარა”-ს გენარალური დირექტორი. დაკავებული რამდენიმე საათსიში გაურკვეველ გარემოებაში ციხიდან გაიქცა.საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
2009წლის 31 მარტს ოპერატილუმა სამართველომ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საკუთარ ოფისში დააკავა ზალიკო გელაშვილი, ფულის გათეთრების ბრალდებით. წინასწირი დაკავების იზოლატორში გადაყვანიდან რამდენიმე საათში ბრალდებული ციხიდან გაიქცა. აგნიშნული ფაქტი არ არის აღბეჭდილი იზოლატორის სათვალთვალო კამერაზე.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს უკვე კერძო მეწარმის დაკავების მერვე შემთხვევაა, მოსახლეობა აღშფოთებულია. შეჩერდა ახალი საწარმოების ამუშავება. კერძო ინვესტორთა თქმით ასეთ გარემოში ბიზნესის დაწყება არ არის მომგებიანი.
შპს “წიქარა” თანამშრომლები ამბობენ რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით და კომენტარისგან თავს იკავებენ. სამმართველოში კი ვერ ხერხდება იმის დადგენა თუ როგორ მოახერხა ბრალდებულმა გაქცევა.
ცნობილია რომ სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის და მაია გელაშვილი, ზალიკო გელაშვილის დედინაცვალია 3 წლის წინ ბრალდებული იყო გერის მკვლელობის მცდელობაში.

ადამიანის უფლება-დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და მათი ეფექტი

 


ადამიანის უფლებები, იურიდიულად განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციით, შემდეგ კი სახელმწიფოთა ადგილობრივი კანონით. ადამიანის უფლებების მართებულობა და შინაარსი დებატების საგანს წარმოადგენს ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. უდავოა ის ფაქტიც, რომ ადამიანს აქვს უფლებები. ,, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.” – საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოში, ადამიანის უფლებათა დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტთა ჩამონათვალში მოწინავე ადგილზეა. ერთერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია.”
აღნიშნული ორგანიზაცია მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ,,საია” აგრეთვე სთავაზობს საადვოკატო დახმარებას უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთა უფლებები ირღვევა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციამ უფასო საადვოკატო მომსახურება გაუწია მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში. მოქალაქე, სამინისტროსაგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდა. საქმე მომჩივნის სასარგებლოდ გადაწყდა და თავდაცვის სამინისტროს 670 ლარის გადახდა დააკისრა.
,,საქართველოს იურისტთა ასოციაცია” სამართლებრივ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც 2008 წელს აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უკანონოდ დააპატიმრეს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან და ოჯახის წევრებს. ,,საია”-ს თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი, მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს : ,,ჩვენ ვუწევთ სამართლებრივ დახმარებს, ჩვენს თანამოქალაქეებს განურჩევლად მათი სატატუსისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვეხმარებით ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ, კონსულტაციას ვუწევთ ჟურნალისტებს და წარმოვადგენთ მათ ინტერესებს სასამართლოში.”
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთერთი პრიორიტეტი მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევაა. აღნიშნული ორგანიზაცია მნიშვნელოვნად თვლის საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, კანონისა და იურიდიული დაცვის მექანიზმების შესახებ. აქვთ ინტერნეთ გაზეთი, სადაც ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებენ. მათ ერთერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოქვეყნება.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” კონსულტანტის თეა ტლაშაძის განცხადებით, იმის გამო, რომ მათი ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო მოხელეების არალეგალურ საქმიანობაზე. ,,გორის რაიონის წარმომადგენლობის ჟურნალისტმა საბა ნინიკაშვილმა გამოაქვეყნა ინპფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის არაკანონიერ საქმიანობაზე. რის შემდეგადაც საბას ფიზიკურად გაუსწორდნენ და კიბეზე დააგორეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა კახეთის რეგიონში. გურჯაანის რაიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, სახლის ეზოში შეუგდეს ხელყუმბარა. შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე აღნიშნულ ფაქტზე სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია.”
მისივე განცხადებით, განსაკუთრებულ სირთულეებს ჰხვდებიან, როდესაც საქმე აქვთ საკუთრების უფლებების დაცვასთვან. სიღნაღის ცენტრში მცხოვრებთ სახელმწიფომ იძულების გზით ჩამოართვა საცხოვრებელი ფართი. Dდაზარალებულებმა მოგვმართეს განცხადებით. ჩვენ საჩივარი შევიტანეთ სასამართლოში, მაგრამ დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია. აღნიშნულ ფართზე კი რესტორნები და ბარები გახსნეს.
Kკიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობაში ,, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტია.” მათი ძირითადი საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა: პირველი, ეს არის სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი საქმეების მომზადება. მეორე – პროექტი, რომელიც შეეხება აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ, სასაზღვრო სოფლების მონიტორინგს, იმას თუ რა მდგომარეობაში იმყოფება იქ ადგილობრივი მოსახლეობა. Mმონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა. იგი ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.A ამ დროისათვის მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რომელიც 5 თვე გაგრძელდება. Oორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, პირველმა ეტაპმა შედეგი გამოიღო, გარკვეული ცვლილებები მოხდა ომით დაზარალებულთა სასარგებლოდ.
,, ამჟამად ვმუშაობთ ტელეკომპანია ,,იმედის” საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად. რათა ტელეკომპანიას აუნაზღაურონ დარბევის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური და ფინანსური ზარალი.” განაცხადა ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლელა გაბეჩავამ.
10 დეკემბერს პირველი არხის 22:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში იყო სიუჟეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ,, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ერთერთ კონკრეტულ საქმეს შეეხებოდა. ეს მასალა ეხებოდა ამ ორგანიზაციის მიერ სოფელ ერგნეთის მოსახლეობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ყურადღება გამახვილებული იყო კონტრაქტის იმ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ხელმომწერს არ აქვს ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმის სახით 100 000 ევრო დაეკისრება.
სიუჟეტში, სოფელ ერგნეთის მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ ხელშეკრულება არ წაუკითხავთ და არ ფლობენ ინფორმაციას ჯარიმის შესახებ. ამ თანხის გადახდის საშუალებაც არ აქვთ.
ადვოკატ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ,, მსგავსი კაბალური პირობების შეთავაზება კლიენტისათვის არ არის სწორი. როდესაც კონტრაქტორი წყვეტს ხელშეკრულებას მას არ აქვს უფლება სრულად მოითხოვოს ანაზღაურება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონტრაქტის თანახმად ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტს” ნებისმიერ დროს შეუძლია ხელშეკრულების გაწყვეტა.”
,,პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება არ იყო ხელმოწერილი. ხოლო რაც შეეხება პუნქტს, სადაც ჯარიმის შესახებ წერია, კონტრაქტში ჩასმულია თავდაცვის მიზნით. რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევების განმეორება, როდესაც მოგების შემდეგ, არ გვიხდიდნენ კონპენსაციას. Aარ გამოვრიცხავ იმასაც რომ პირველ არხს დაავალეს ჩვენი ორგანიზაციისათვის შავი პიარის გაკეთება. ეთერში გასულ სიუჟეტში, ჩვენი მთავარი კონსულტანტის, მაია ხუხაშვილის, ინტერვიუ არ იყო სრულად ნაჩვენები. მხოლოდ ამოღებული იყო ის კადრები, რომლებიც კონტექსტის გარეშე, ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ მეტყველებდა.” (ლელა გაბეჩავა)
ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება. რის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თავისი უფლებების დაცვა და სიფრთხილის გამოჩენა სხვების უფლებებთან მიმართებაში. ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები” საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტი.

Wednesday, March 10, 2010

ინტერნეტ გამოცემები


საქართველოში,დეღეისათვის ყველაზე აქტუალური თემა მოსალოდნელი არჩევნებია. ყველა საინფორმაციო საშუალებეის მეშვეობით ყოველდგე გადმოიცემა და იბეჭდება მასალები ამ თემაზე. გადავხედე სამ ინტერნეტ გამოცემას და შევეცდები ქვემოთ განვიხოილო თუ რამდენად ინტენსიურად და ობიექტურად აქვეყნებენ ისინი სიახლეებს.

გავეცანი საინფორმაცია სააგენტო ,,პირველს” pirveli.com.ge . ინფომაციის განახლება ხდება ყოველდღიურად,პირველი ინფორმაცია ახლდება დილის 9 საათზე. მკითხველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დღის ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე. აქ მოცემული აგრეთვე პოლიტიკოსთა მოსაზრებები და მათი ინტერვიუებიი.
კიდევ ერთი ინტერნეტ გამოცემა რომელსაც მე გავეცანი არის media.ge. ცალსახად იმის გამოყოფა თუ რა არის მთავარი თემა შეუძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციის განახლება არ ხდება ყოველდღიურად, მკითხველა არ აქვს საშუალები მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
მესამე ინტერნეტ გამოცე არის ambebi.ge. ინფორმაციის ყოველდღიურად ახლდება. აქტუალურ თემად აქაც გამოვყოფდი პოლიტიკას , კერძოდ კი მოსალოდნელ არჩევნებს.მკითხველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დღის აქტუალურ თემებზე, ზოგადად.
ჩემს მიერ განხილული ინტერნეტ გამოცემები არ აძლევს მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას დღის მნიშვნელოვან თემებზე. აქედან გამომდინარე მკითხველი მიმართავს სხვა საინფორმაციო საშუალებებს. მისთვის საინტერესო ინფორმაციის სხვაგან მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მკითხველი აღარ დაუბრუნდეს აღნიშნულ საინფორმაციო გამოცემას. ინფერმაციის ძირითადი ნაწილი ოპოზიციის საქმიანობას შეეხება, აქედან გამომდინარე ზემოთ აღნიშნული საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემები არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი.

Tuesday, March 9, 2010

ვინ ვარ მე?

მე ვარ ლიდია მღებრიშვილი, 19 წლის. ვსაწვლობ ილიას უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჩემი სურვილია გავხდე წარმატებული ჟურნალისტი. მიყვარს მხატრული ლიტერატირის კითხვა, წიგნი რომელმაც ჩემზე შტაბეჩდილება მოახდინა არის ჰენრიკ სენკევიჩის ,,ვიდრე ჰხვალ?"
მაღიზიანებენ ადამიანები რომლებსაც თავში არაფერი უყრიათ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ.
,,საწყენია- ხშირად სიკეთე სისუსტეში ერევათ ხოლმე" სიტყვები რომლებიც ჩემს აზრს გამოხატავენ.