Wednesday, April 7, 2010
ალექსანდრე როინიშვილი
ალექსანდრე როინიშვილი დაიბადა, იმჟამად რუსეთის იმპერიაში მყოფ, დუშეთის რაიონში 1846 წელს. 1865 წელს დაიწყო მისი, როგორც ფოტოგრაფის, კარიარე. იგი პირველი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც გახსნა საკუთარი ფოტო-სახელოსნო 1875წელს. ალექსანდრე აწარმოებდა მიმოწერას ისტორიკოს, არქეოლოგ დ. ბაქრაძესთან მოძრავი მუზეუმის შექმნის შესახებ. 1887 წელს როინიშვილმა შექმნა მოძრავი მუზეუმი. წარმოდგენილი ექსპოზიცია წაიღო ქ. ასტრახანში, როსტოვში და პეტერბურგში. გამოფენაში შედიოდა როგორც ქართულ სიძველეთა ამსახველი ფოტოსურათები, აგრეთვე ძველი იარაღი, სპილენძის და ვერცხლის ჭურჭელიც.
1893 წელს ალ. როინიშვილის ინიციატივით შეიკრიბა თბილისის მოყვრარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება.
ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა1898 წელს, 52 წლის ასაკში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment