Wednesday, April 14, 2010

გინესი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის კარტოფილი.
ნიკაპით უჭირავს აგურის ნაგებობა, რითიც დაამყარა გინესის რეკორდი.
მსოფლიოში ყველაზე პატარა კაცი და ყველაზე გრძელფეზება ქალი.
ყველაზე ელასტიური კანის მფლობელი რეკორდსმენი.
მთლიან სახეზე დამაგრებული აქვს საჭერები.

გია დვალი


ქართველმა მეცნიერ, ფიზიკოსმა გია დვალმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი. ამჟამად პროფესორია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია თეორიულ ფიზიკაში. მისი მუშაობის ძირითადი სფერო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაა. მისი თეორიების ექსპერიმენტულად დამტკიცება ფიზიკაში დიდი ცვლილებებს მოახდენს.
გია დვალი და მისი კოლეგები ცდილობენ პასუხი გასცენ კითხებზე რომლების სამყაროს აგებულებას და მის განვითარების ისტორიას შეეხება. იგი პირველი მეცნიერია, რომელმაც კითხვის ნიშანი დაუსვა ნიუტონის მიზიდულობის კანონს. მისი თეორიის თანახმად შეიძლება ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილზე.
2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდომეცნიერებასა სა ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებოისთვის.

Wednesday, April 7, 2010

ალექსანდრე როინიშვილი


ალექსანდრე როინიშვილი დაიბადა, იმჟამად რუსეთის იმპერიაში მყოფ, დუშეთის რაიონში 1846 წელს. 1865 წელს დაიწყო მისი, როგორც ფოტოგრაფის, კარიარე. იგი პირველი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც გახსნა საკუთარი ფოტო-სახელოსნო 1875წელს. ალექსანდრე აწარმოებდა მიმოწერას ისტორიკოს, არქეოლოგ დ. ბაქრაძესთან მოძრავი მუზეუმის შექმნის შესახებ. 1887 წელს როინიშვილმა შექმნა მოძრავი მუზეუმი. წარმოდგენილი ექსპოზიცია წაიღო ქ. ასტრახანში, როსტოვში და პეტერბურგში. გამოფენაში შედიოდა როგორც ქართულ სიძველეთა ამსახველი ფოტოსურათები, აგრეთვე ძველი იარაღი, სპილენძის და ვერცხლის ჭურჭელიც.
1893 წელს ალ. როინიშვილის ინიციატივით შეიკრიბა თბილისის მოყვრარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება.
ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა1898 წელს, 52 წლის ასაკში.

ლუვრი



ლუვრი შუასაუკუნოვან ციხესიმაგრეა, საფრანგეთის მეფეების სამეფო რეზიდენცია იყო. ბოლო ორასი წელია ლუვრი მუზეუმად გადაიქცა. ფილიპ-ავგუსტის ციხესიმაგრე 1190 წლის შემდეგ თანდათანობით ფართოვდებოდა მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ. იგი ქალაქს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს. ლუვრის მიზეუმი დაარსა საფრანგეთის რესპუბლიკამ 1793 წელს. ლუვრი თავდაპირველად არ იყო აშენებული როგორც მუზეუმი. სენის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული ლუვრის შენობა წარმოადგენს მიახლოვებით 6000 მეტრ/კვადრატი მოცულობის საგამოფენო დარბაზებს.უვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად 1793 წელს 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიხსნა. თავდაპირველად ლუვრის საგამოფენო კოლექციას სამეფო კოლექციების ხარჯზე ამდიდრებდნენ. ლუვრის კოლექცია დაყოფილია შვიდ ნაწილად. აღნიშნული მუზეუმი აგრეთვე წარმოადგენს კულტურულ ცენტრს, რომელიც დიდ როლს თამაშობს საზოგადოებაში.

უმაღლესი განათლების მეორე საფეხური


მაგისტარატურა უმაღლესი განათლების მეორე საფეხურია. ბაკალავრიატის 4 წლიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენს,  ამა თუ იმ განხრით ცოდნის გაღრმავების საშუალება აქვს. ქვემოთ მაგალითისათვის მოვიყვან ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნილებებს, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია 2წლიანი სამაგისტრო პროგამში ჩასაბარებლად.

ილიას სახელმწიპო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩასაბნარაბლად, საჭიროა მსურველმა წარადგინოს აკრედიტირებული სასწავლებლის ბაკალავრის დიპლომი. სავალდებულოა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში. სპეციალობაში, ესა თუ ის პროგრამა თავად წყვეტს როგორი სახის და რა გამოცდას ჩააბარებს მსურველი. დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ილიას უნივერსიტეტის საიტზე www.iliauni.edu.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს მხოლოდ იმათვინც წარმატებით ჩაავარა საერთო სამაგისტრო გამოცდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის ერთი სემესტრის გადასახადი ყველა ფაკულტეტზე 1125 ლარია. www.tsu.edu.ge

Tuesday, March 30, 2010

დედამიწის საათი



 
 დედამიწის ხუთივე კონტინენტზე ერთდროულად ყველა დიდი და მნიშვნელოვანი შენობა წყვდიადში გაეხვია.
ეკოლეგიური აქცია ,,დედამიწის საათი" ხუთივე კონტინენტზე ჩატარდა. ერთდროულად პლანეტის სხვადასხვა ადგილას ჩაქრა შუქი. წყვდიადში გაეხვა ნიუიორკის ცათამბრჯენები, ლონდონის ბიგ-ბენდი, ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშიც კი, მართალია მხოლოდ 5 წუთით მაგრამ მთლიანად ჩაბნელდა. ამ აქციას წელს პირველად შეუერთდა საქართველოც. ,,შერატონ მეტეხი პალასში" ერთი საათით გამორთეს ელექტრო ენერია.
2007 წელს ქალაქ სიდენეიში 2 მილიონ 200 ათასმა მცხოვრებმა და 2100 კომპანიამ ერთი საათით, დედამიწის ეკოლოგიურად მძიმე მედგომარეობის შესამსუბუქებლად, გამორთო შუქი. რამაც მისი გამოყენება 10% შეამცირა.